ეკატერინე თაბაგარი - მედიატორი 2022 წლიდან.
2007 წლიდან დღემდე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, პრაქტიკოსი და კვალიფიციური ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატი; ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული ადვოკატი 2020 წლიდან;
პროფესიით ,,იურისტ-ეკონომისტი“ ფლობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულ - სსიპ შრომის და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 4 წლიანი სწავლების წარჩინების დიპლომს; ასევე, შპს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის წარჩინების დიპლომს ,,კერძო/ბიზნეს სამართლის სპეციალობით“;
2019 წლიდან გავლილი აქვს ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ,,თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის“, ,,თბილისის ღია უნივერსიტეტის“ 40-საათიანი სასერტიფიკატო კურსი მედიაციაში. ასევე, წარმატებით გაიარა სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა;
ეკატერინეს სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: სანივთო, ვალდებულებით, სახელშეკრულებო, საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომითი, საბანკო და სამეწარმეო დავებს.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2022 წლის თებერვლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი; 2005 წლიდან დღემდე დააგროვა ,,კერძო საადვოკატო პრაქტიკა“ (საერთო სპეციალიზაციით) - სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში; 2009 -2019 წლებში მოღვაწეობდა როგორც სხვადასხვა კერძო კომპანიის იურისტი; 2018 წელს გაიარა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო პალატის საქმისწარმოების წესები; 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის - ,,ადვოკატ“ ირაკლი გვაზავას ,,სტაჟიორ-ადვოკატი“; 2004-2005 წლებში ასრულებდა საქართველოს ეროვნული ასოციაციის წევრის ,,ადვოკატ“ კუკური ხიბლიშვილის თანაშემწის უფლება-მოვალეობას.
სამუშაო ენა: ქართული.
სამუშაო ენა: ქართული.