ელენე სურგულაძე - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს სასამართლო დავების სამსახურის უფროსი.
ამჟამად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს სასამართლო დავების სამსახურის უფროსი.
პროფესიით იურისტი, ფლობს ქართულ -ამერიკული უნივერისტეტის სამართლის მაგისტრის და სამართლის ბაკალავრის დიპლომებს. ელენეს გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი. წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2015 წლიდან ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, 2021 წლიდან დღემდე ის არის სასამართლო დავების სამსახურის უფროსი. 2014-2015 წლებში ელენე იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის იურისტი, 2012-2014 წლებში კი მუშაობდა სსიპ იუსტიციის სახლში ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის მომსახურების მიმართულებით.
ელენეს არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მედიატორი და როგორც ადვოკატს აქვს სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო).
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.