ეთერ ჩაჩანიძე - მედიატორი 2022 წლიდან.
ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის დირექტორის მოადგილე, GIPA-ს მოწვეული პროფესორი, სერტიფიცირებული ტრენერი მათ შორის, მედიაციის მიმართულებით. ფლობს ზაარლანდის უნივერსიტეტის დიპლომს (გერმანია), მიმართულება - სამართალი, პოლიტოლოგია და ლიტერატურათმცოდნეობა. ის 2004 წლიდან დღემდე მუშაობს GIZ-ში და 2010 წლიდან ჩართულია საქართველოში მედიაციის დანერგვასთან დაკავშირებულ პროცესებში.
ეთერს მედიაციის პროფესია შესწავლილი აქვს გერმანიასა და საქართველოში. მას მედიაციის საბაზისო ტრენინგების გარდა გავლილი აქვს არაერთი გაღრმავების ტრენინგი საერთაშორისო ტრენერ-ექსპერტების მონაწილეობით. ხოლო 2018 წლიდან თავად არის ჩართული მედიატორთა მომზადება-გადამზადებაში. 2015 წლიდან ის გახლდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2004 წ-დან - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2018 წ-დან - სხვადასხვა სასწავლო ცენტრისა თუ აკადემიის (იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, აუდიტის სახელმწიფო სამსახური) ტრენერი, 2016 წ-დან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი, 2014 - 2016 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრი, 2015 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი 2013 წ-დან - საქართველოს საჯარო მმართველობის ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული პროფესორი, 2009-2013 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. არაერთი საკანონმდებლო სამუშაო ჯგუფის წევრი და პუბლიკაციის ავტორი.
სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული