ევგენია (ეკა) ჯაველიძე - მედიატორი 2017 წლიდან
ამჟამად კრეატიული განათლების ცენტრის ტრენერ - კონსულტანტი, კავკასიის უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
პროფესიით ფსიქოლოგი, ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომს.
2017 წელს გავლილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მისი სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის საოჯახო დავები.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2014-2019 წწ. იყო საკონსულტაციო ცენტრის „ფსიქოპროექტი“ ფსიქოლოგი-ტრენერი; 2013-2014 წწ. - სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ სოციალური უნარების ტრენერი; 2007-2010 წწ. - „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ ტრენერი; 2007-2010 წწ. - ჟურნალი „ბიზნესი - ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიების“ რუბრუკის ავტორი; 2000-2006 წწ. -ა/ო „ქალები მომავლისათვის“, ექსპერტი, ტრენერ-კონსულტანტი; 1996-2000 წწ. - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რეფერენტი; 1988-1996 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
ევგენია (ეკა) ჯაველიძე
მედიატორი
სიითი N0053
სასამართლო მედიატორი