ფლორენსია კაშხჩიანი - მედიატორი 2024 წლიდან
ფლორენსია კაშხჩიანი არის პროფესიით იურისტი. ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის ხარისხს და არის ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრობის კანდიდატი ბიზნეს სამართლის მიმართულებით (საგადასახადო სამართლის კონცენტრაციით).
ფლორენსიას გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი. წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, ფლორენსია 2018 წლიდან ეწევა პრაქტიკას სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით. ფლორენსიამ პრაქტიკა დაიწყო საადვოკატო ოფისში იურისტად და გააგრძელა აუდიტორულ კომპანიაში კორპორაციულ იურისტად. იგი 2020 წლიდან დღემდე მუშაობს საერთაშორისო კომპანია „იუაიში“ (EY),ამჟამად გახლავთ უფროსი საგადასახადო სპეციალისტი და მისი კომპეტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საგადასახადო და საიმიგრაციო სამართალს.
ფლორენსია პროფესიული პრაქტიკის პარალელურად ეწევა აკადემიურ/სალექტორო პრაქტიკას. მან აკადემიური პრაქტიკა დაიწყო თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექტორის ასისტენტად, ამჟამად კი იგი გახლავთ „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის“ ლექტორი სალექციო კურსში „საგადასახადო სიახლეები“.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.