გიორგი ჩერქეზია - მედიატორი 2022 წლიდან
Black Sea Law Group LLC-ის მმართველი პარტნიორი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი და მოქმედი ადვოკატი. სპეციალიზაცია: სამეწარმეო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების სამართალი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, შრომითი დავები, სამშენებლო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.
პროფესიით იურისტი, ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს, ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2019 წ;საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს იურისტი, 2018წ;საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი. 2017წ; საქართველოს სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტი; 2016წ. სტაჟირება სს „თელასი“ იურიდიული დეპარტმენტი
წარმატებით გაიარა ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამართლის პროგრამა საავტორო უფლებების სამართლის მიმართულებით, Harvard- Copyrightx.
ნაშრომი: სამართლის ჟურნალი - "ნორმის განმარტების პრობლემატიკა სამოსამართლო დისკრეციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას".
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
გიორგი ჩერქეზია
მედიატორი
სიითი N0068
სასამართლო მედიატორი