ENG

მედიატორი

გიორგი ჭეხანი

მედიატორი
სიითი N0065
გიორგი ჭეხანი - მედიატორი 2022 წლიდან

2018 წლის 1-ლი თებერვლიდან გიორგი ჭეხანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია და ხელმძღვანელობს ასოციაციის აპარატის საქმიანობის ყველა მიმართულებას. ამავდროულად, გიორგი არის „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) გამგეობის წევრი.
2016-2017 წლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით (Chevening),  სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა სახელმწიფო მართვის და საჯარო პოლიტიკის მაგისტრის აკდემიური ხარისხი.
2014-2016 წლებში, ხელმძღვანელობდა სსიპ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და ზედამხედველობდა როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს, ასევე სამოსამართლო სწავლების პროგრამული განვითარების მიმართულებებს. 
2010-2013 წლებში, მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე.
2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის პოზიციაზე, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში. ამავე პერიოდში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით (Professional Fellows Program), გაიარა სასამართლოს ადმინისტრირების 2-თვიანი კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, New Mexico-ს შტატის უზენაეს სასამართლოში.
2011-2012 წლებში გაიარა საჯარო მოხელეთა სპეციალური კურსი რონდელის ფონდში. 
2009-2010 წლებში სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, როგორც „საქართველოს განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ სტიპენდიანტი. 
2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალგაზრდები გაეროსთვის-საქართველო“. გიორგი ასევე იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, რა დროსაც ის აქტიურად იყო ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის მუშაობაში.
2004-2009 წლებში სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამას თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2007-2008 წლებში, გიორგი ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას.
საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში, 2006-2007 წლებში, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი (UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა), ერთი აკადემიური წელი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნულ პერიოდში იგი აგრეთვე მუშაობდა ვაშინგტონის შტატის ადვოკატთა ასოციაციასა და ამავე შტატის არასრულწლოვანთა სასამართლოში.

 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული,ფრანგული.
უკან