ENG

მედიატორი

გიორგი კაკუბავა

მედიატორი
სიითი N0187
სასამართლო მედიატორი
გიორგი კაკუბავა - მედიატორი 2023 წლიდან
 
ამჟამად ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.  

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით; GBA-ს ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის წევრი;  მენტორი ადვოკატი;  სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებების (სამოქალაქო) მიმართულებით.

2022 წლის თებერვალ-მარტში წარმატებით გაიარა  სსიპ მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მედიაციის 70 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.

გიორგის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი,სახელშეკრულებო, სამედიცინო, ინტელექტუალური საკუთრების, სანივთო, შრომითი და საბანკო სამართლის მიმართულება.

გიორგის მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ  პროფესიულ  ტრენინგში  და  კონფერენციაში, როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, იგი არის არაერთი ანგარიშის, კვლევის,  სტატიის ავტორი/თანაავტორი.

გიორგის გარდა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებისა, პროფესიული გამოცდილება აქვს როგორც კორპორატიულ იურისტს/ადვოკატს.2019 წელს იყო სააქციო საზოგადოება ევრო კრედიტის აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოებთან ურთიერთობის იურისტი, ამავე წელს კომპანიაში დაიკავა უფროსი იურისტის პოზიცია. 2012 წლიდან სწავლობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  შემდეგ სწავლა განაგრძო კავკასიის საერთაშორისო უნვივერიტეტეტში და ფლობს დიპლომს სამართლამცოდნეობის სპეციალობით.  

 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
უკან