გიორგი სვანაძე - მედიატორი 2024 წლიდან
ადვოკატი, მმართველი პარტნიორი Ph.D., LL.M., MLB (Bucerius/WHU).
ადვოკატი, მმართველი პარტნიორი Ph.D., LL.M., MLB (Bucerius/WHU).
„ემ ჯი იურიდიული ოფისის“ უფროსი პარტნიორი და დავების პრაქტიკის ხელმძღვანელი და „ანდერსენ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი და თანა-დამფუძნებელი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), სამართლის ბაკალავრი წარჩინებით, 2006, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), სამართლის მაგისტრი, კომერციული და კერძო სამართალი, 2008, წარჩინებით, ბუცერიუსის სამართლის სკოლა და WHU Otto Beisheim Management School (გერმანია), სამართლის და ბიზნესის მაგისტრი, ორმაგი ხარისხი სამართალსა და ბიზნესში, 2009, წარმატებით; ქრისტიან-ალბრეხტის უნივერსიტეტი (გერმანია), დოქტორანტურა საერთაშორისო კერძო სამართალსა და საერთაშორისო სამოქალაქო სასამართლოში, არბიტრაჟი უცხოური სასამართლოების გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ქართული და გერმანული კანონების შესაბამისად, 2013 წ, წარჩინებით (magna cum laude); პეისის სამართლის სკოლა (სართაშორისო კომერციული სამართლის ინსტიტუტი), (აშშ, ნიუ-იორკი), 2015, საერთაშორისო კომერციული სამართლის და საერთაშორისო დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სასერტიფიკატო პროგრამა
საქმიანობის სფეროები: საკორპორაციო / M&A; საერთაშორისო ხელშეკრულებები და ტრანსაქციები; არბიტრაჟი და სასამართლო დავა; უძრავი ქონება; საინვესტიციო სამართალი; ენერგეტიკის კანონმდებლობა; შრომა და დასაქმება; საგადასახადო სამართალი.
წევრობა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი 2006 წლიდან; ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობის წევრი; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; ევროპის ბიზნეს ასოციაცია, კომერციული და ბიზნეს სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრი; საქართველოს სამართლის ინსტიტუტი; საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრი
გიორგი სვანაძე კლიენტებს რჩევებს აძლევს ზოგად საკოპორაციო საკითხებზე, ადგილობრივი და ტრანს სასაზღვრო კომპანიების გარიგებების სტრუქტურირებაზე. სპეციალიზირებულია საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო კონტრაქტების შემუშავებაში, სამართლებრივი საკითხების შესწავლის პროცედურებში, კოლიზიურ სამართალში, კომერციულ არბიტრაჟსა და სასამართლო წარმომადგენლობაში, ლიცენზირების რეგულაციებში, კონკურენციის სამართალში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, საბანკო და საფინანსო გარიგებებში, შრომისა და დასაქმებისა და მიგრაციის საკითხებში.
გიორგი სვანაძე ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს ქართველი მოსამართლეებისთვის, ნოტარიუსებისთვის, ადვოკატებისთვის, საჯარო და კომერციული რეესტრებისთვის კერძო საერთაშორისო სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის, საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნეს სამართლის, კომპანიებისა და საკორპორაციო სამართლის, შრომისა და დასაქმების სამართლის საკითხებზე.
ანდერსენ ჯორჯიასა და ემ ჯი იურიდიული ოფისის გუნდის წევრობამდე, ბატონმა სვანაძემ მიიღო ფართო გამოცდილება Big 4 კომპანიებსა და სხვა საერთაშორისო აუდიტორული და იურიდიული ფირმების პრაქტიკის ხელმძღვანელობით. კერძოდ, ის იყო EY-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი თბილისში, საქართველოში. ის ხელმძღვანელობდა Deloitte-ის იურიდიულ პრაქტიკას, როგორც Deloitte Legal-ის უფროსი; ის ასევე იყო საქართველოში Rödl & Partner-ის უფროსი იურისტი და მისი კარიერის ადრეულ წლებში ის მუშაობდა საქართველოში მინერალური წყლის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის იურისტად. მას ასევე მიღებული აქვს პროფესიული გამოცდილება გერმანიაში ჰამბურგსა და ბერლინში საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში მუშაობისას.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული