ENG

მედიატორი

გოგიტა გამისონია

მედიატორი
სიითი N0317
სასამართლო მედიატორი
გოგიტა გამისონია - მედიატორი 2025 წლიდან 

2022 წლიდან დღემდე , ეწევა კერძო იურდიულ საქმიანობას, როგორც ხელშეკრულებათა შედგენის ასევე სასამართლო წარმომადგენლობის კუთხით

მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს, სახელშეკრულებო , საოჯახო, შრომის , სამეწარმეო , საავტორო უფლებების, ინტელექტუალური ,  მოთხოვნის უზრუნველყოფის  და ადმინისტრაციული სამართალი.

,, ასევე, არის უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი’’ -ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის  აკრედიტირებული 2 წლიანი კურსის მსმენელი, შრიმის უსაფრთხოების და გარემიოს დაცვის მიმართულებით.

საქართველოს ადვოკატთა ასცოაციის    წევრი  2025 წლიდან , სამოქალაქო -ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.


2025 წელსვე,   (GBA)-ის მიერ არის,  სერთიფიცირებული სპეციალისტი ბავშვის უფლებათა მიმართულებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

პროფესიით იურისტი , ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხს 2007 წლიდან.

2009-2011 წწ. გახლდათ  სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თბილისის პრობაციის სააგენტოს სპეციალიზებული სპეციალისტი და თბილისს პრობაციის ბიუროს ოფიცერი, 2013წ. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალისტი (კოორდინატორი ) ასევე ამავე წლებში მუშაობდა ევროკავშირის საელჩოში , 2014-2017 წწ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში მუშაობდა  და ამავე სტრუქტურაში მიიღო მადლობის წერილი პრემიერ მინისტრისაგან, აბრეშუმის გზის ფორუმის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის და ასევე მადლობის წერილი 2015 წლის 13 ივნისის სალიკვიდაციო სამუშაოში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.

დამთავრებული აქვს ასევე, ინგლისური ენის კურსები ბრიტანულ ცენტრში და კემბრიჯის პირველი დონის სერტიფიკატის მფლობელი გახლავთ. (B2)

2024 წელს  გავლილი აქვს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის , დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსი.

სამუშაო ენები : ქართული , ინგლისური, რუსული.

უკან