ENG

მედიატორი

გურამ ბარნაბიშვილი

მედიატორი
სიითი N0080
სასამართლო მედიატორი
გურამ ბარნაბიშვილი - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად, შპს „ბიჯი ქონსალთინგ“-ის მმართველი პარტნიორი; შპს „ლეგალ პოინტ ჯორჯია“-ის ადვოკატი; დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მკვლევარი და ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო ჯგუფის წევრი; შპს „რუსელოის“-ის საერთაშორისო გაყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი. პროფესიით იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული; იმავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრობის კანდიდატი.

2017 წლიდან აქტიურად ესწრება მედიაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 2020 წელს გურამს გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მედიაციის (80-საათიანი) ონლაინ სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი.

გურამის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კომერციული, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2022 წლიდან დღემდე არის შპს „ლეგალ პოინტ ჯორჯია“-ის ადვოკატი; 2021 წლიდან დღემდე არის შპს „ბიჯი ქონსალთინგ“-ის მმართველი პარტნიორი; 2016 წლიდან დღემდე არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მკვლევარი და ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2016 წლიდან დღემდე არის შპს „რუსელოის“-ის საერთაშორისო გაყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი; 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო შპს „ჯორბენაძე გაწერელია ქაუნსელორს“-ის ადვოკატის თანაშემწე; 2015 წლიდან 2016 წლამდე შპს „ალიანს ტრეიდი“-ის სავაჭრო წარმომადგენელი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან