გვანცა თათოშვილი -მედიატორი 2025 წლიდან
ამჟამად „SLP Law Office“-ის მმართველი პარტნიორი და „SLP Academy“-ს თანადამფუძნებელი, ლიცენზირებული ადვოკატი და სერტიფიცირებული მედიატორია. იგი ხელმძღვანელობს მაღალეფექტურ იურიდიულ საკონსულტაციო პროექტებს კორპორატიული კლიენტებისთვის, სტარტაპებისთვისა და საერთაშორისო სტრუქტურებისთვის. მისი კომპეტენცია მოიცავს საკორპორაციო სამართლებრივ ტრანზაქციებს, კომერციულ გარიგებებს, შესაბამისობასა და ბიზნესის განვითარებისთვის ეფექტური სამართლებრივი ჩარჩოების შექმნას — ინოვაციებზე და იურიდიულ ტექნოლოგიებზე აქცენტის გაკეთებით.
იგი გახლავთ New Vision University-ის დოქტორანტი (2024–დღემდე) და იკვლევს თემას — „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნების ფორმირების პროცესში (Legal Tech)“, რომლის ფარგლებშიც მუშაობს ტექნოლოგიის, სამართლისა და ნების ფორმირების ურთიერთმიმართების შეფასებაზე. გვანცა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხს, ასევე ევროკავშირის დაფინანსებული აკადემიური გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლობდა ესპანეთში, უნივერსიტეტში “Universidade da Coruña” — კორპორაციული სამართლის მიმართულებით, და ლიტვაში, უნივერსიტეტში “Vytauto Didžiojo Universitetas” — საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. გარდა ამისა, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საკონსულტაციო კომპანია „IBCCS საქართველო“-ში ოპერაციების დირექტორისა და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას (2023–2025), ასევე საკონსულტაციო კომპანია „Ecovis Georgia“-ში იურისტის პოზიციას (2021–2023). კარიერის საწყის ეტაპზე (2018–2019) გაიარა იურიდიული პრაქტიკა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და იურიდიულ კლინიკაში „ჩემი ადვოკატი“. 2019 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და უზრუნველყოფს სტრატეგიულ იურიდიულ კონსულტაციას როგორც მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისთვის, ისე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

მას ღრმად სწამს მედიაციის, როგორც ეფექტური და ურთიერთობაზე ორიენტირებული დავების გადაწყვეტის მექანიზმის, მნიშვნელობა. იგი ასევე იზიარებს მედიაციის პრინციპების ყოველდღიურ ბიზნესურთიერთობებში გამოყენების უპირატესობას და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ პრინციპების ბიზნესებთან და სტარტაპებთან მუშაობის პროცესში ინტეგრირებას, რაც ხელს უწყობს მოლაპარაკებებზე დაფუძნებული ბიზნეს-გადაწყვეტილების მიღებას.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.