იამზე (ია) ჯღარკავა - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზირებული ადვოკატი.
პროფესიით იურისტი ფლობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს (მაგისტრთან გათანაბრებული, წარჩინებით); ევროპის ბიზნეს სკოლის (ESB) ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამის დიპლომს.
2022 წელსგაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული დავის ცენტრის (NCADR), საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული მედიაციის (70‑საათიანი) სასერთიფიკატო ტრენინგი.
იას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სამეწარმეო, ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო,შრომის, სამედიცინო, საბანკო,საგადასახადო სამართალი.
იას გავლილი აქვს: „ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით“‑საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (2006 წ.),„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ -‑ ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (2008 წ.); „ადვოკატის უნარ-ჩვევები; სამართლებრივი მართლწერა; სამსახიობო უნარები“- აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (2012-2013წწ);„კრიმინალისტიკა“-ამერიკის იურისტთა ასოციაცია; იურიდიული პრაქტიკა - სევეროდონეცკის ქალაქის პროკურატურა (უკრაინა, 1995‑1996 წწ).
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2005 წლიდან – დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას; 2007-2021 წწ – სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის (სხვა და სხვა რეგიონში) ადვოკატი; 2018 წ.- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი, 2002– 2004 წწ. – ენერგო ზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო/სვანეთის სამმართველოს იურისტი; 2000-2002 წწ.- ზუგდიდის ქალაქის გამგეობის იურისტი.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.