ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; ,,იოგას ფედერაციის“ დამფუძნებელი წევრი და ამავე ფედერაციის იურისტი. პროფესიით არის იურისტი. დაამთავრა თბილისის - საფინანსო იურიდიული აკადემია. ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის დიპლომს. 2004 -2005 წწ. -ში ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ინგას გავლილი აქვს სასერთიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. ამასთან, გაიარა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს: 2018 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მოსამართლის თანაშემწე; 2006 წლიდან -2017 წლამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2006 წ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2005წ.- თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2003წ. - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის სხდომის მდივანი; 2003წ. - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის კანცელარიის სტაჟიორი.
სამუშაო ენა: ქართული