ENG

მედიატორი

ინგა ნებიერიძე

მედიატორი
სიითი N0320
სასამართლო მედიატორი
ინგა ნებიერიძე - მედიატორი  2025 წლიდან 

პროფესიით იურისტი. ამჟამად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი,იურიდიული კომპანია “ILCC“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის იურისტ  ქალთა ასოციაციის“  (EWLA-ბელგია) წევრი, ევროპის  მენტორინგის და ქოუჩინგის (EMCC)-ს წევრი, ევროპის  ტრანზაქციული ანალიზის  ასოციაციის (EATA)-ს  წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის  “HWPL- მსოფლიო ომის   გარეშე“  (UN DPI)  მშვიდობის ელჩი (Peace Ambassador), „ადვოკატთა ევროპული პალატის“ (ECOL) დამფუძნებელი  და საბჭოს წევრი.    

ინგა ნებიერიძემ  წარჩინებით დაამთავრა ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა  სამართლის მაგისტრის  კვალიფიკაცია, შემდეგ სწავლა გააგრძელა  ამერიკის შეერთებულ შტატებში “Dickinson College“-ში. 

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2000-2009 წლებში ქ-ნი ინგადასაქმებული იყო როგორც საჯარო სტრუქტურებში,ისევე  კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში: მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოში,   იურისტად;  ამერიკის  წითელი ჯვრის ასოციაციაში  (American Red Cross, Pensilvania,  USA),საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს   საკონსულო დეპარტამენტში,  იურისტად.

2006-2007 წლებში  კომპანია “GT - International  Legal Consulting Group “-ში, იურისტად.

2007 წელს წარმატების ჩააბარა  საადვოკატო საკვალიფიკაციო  გამოცდა  და გახდა  საქართველოსადვოკატთა ასოციაციის წევრი   საერთო სპეციალიზაციით.

2009-2017 წლებში ინგა ნებიერიძე იკავებდა ს.ს.ი.პ. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის”  აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ამავდროულად იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  ადმინისტრაციული  სამართლის კომისიის წევრი; „ადვოკატთა  სოციალური დახმარების“ ფონდის  გამგეობის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი; იურისტთა საერთაშორისო  ასოციაციის (IBA) წარმომადგენელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის  წევრი. 2018-2020  წლებში  ინგა ნებიერიძე იყო დასაქმებული კომპანია „ING-legal“  იურისტად (ბრიუსელი, ბელგია).    

სამუშაო ენები: ქარტული, ინგლისური, რუსული.
                             
 
უკან