ENG

მედიატორი

ირაკლი მანაგაძე

მედიატორი
სიითი N0222
სასამართლო მედიატორი
ირაკლი მანაგაძე - მედიატორი 2023 წლიდან

პროფესიით იურისტი, სამართის მაგისტრი. წარმატებით დაასრულა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University) (ვენა, ავსტრია) სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით (LL.M. in Global Business Law and Regulation). ასევე წარჩინებით დაასრულა სამართლის საბაკალავრო პროგრამა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

სტაჟირების ფარგლებში საქმიანობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში; მედიატორთა ასოციაციაში და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო ოფისში. გარდა პრაქტიკისა დაინტერესებულია სამართლის თეორიით და მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების შექმნაზე.

გავლილი აქვს თსუ-ის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ მხარდაჭერილი მედიაციის სასერტიფიკატო 70-საათიანი ტრენინგ-კურსი; ჰარვარდის სამართლის სკოლის (Harvard Law School) 3 თვიანი კურსი საავტორო უფლებათა სამართალში (CopyrightX); ევროპის უნივერსიტეტისა და მედიატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული 20 საათიანი ტრენინგი მედიაციისა და მოლაპარაკების წარმოების შესახებ, ასევე მონაწილეობდა IDFI-ს (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ზამთრის სკოლაში „კანონის უზენაესობა და ადამიანის უდლებები“, სადაც საუკეთესო მონაწილედ დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე იყო ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული და მედიატორთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გუნდის მედიატორი და ასევე მიენიჭა ნომინაცია - „მედიაციის პროცესის ეფექტურად წარმართვა“.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან