ამჟამად საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო), იურიდიული კომპანია „ბისი და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი, საქართველოს ფინანსთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ტრენერი.
პროფესიით იურისტი - კავკასიის უნივერისტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი, ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს; ასევე მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბაკალავრის ხარისხი.
2019 წლიდან გავლილი აქვს 40 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით, ასევე 2019 წელს გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმო) აკადემიის კურსი - DL-101.
იზას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სამეწარმეო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სანივთო სამართალი, საოჯახო სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი,შრომის სამართალი, საბანკო სამართალი, საგადასახადო სამართალი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2009 წლიდან დღემდედააგროვა როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო სექტორში სამუშაო გამოცდილება. 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორის პოზიციას. იზა არის იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი. 2016-2018 წლებში მოღვაწეობდა როგორც სხვადასხვა კერძო კომპანიის იურისტი. 2018 წლიდან - დღემდე არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. 2021 წლიდან დღემდე ასევე გახლავთ იურიდიული კომპანია „ბისი და პარტნიორები“-ის დამფუძნებელი დამმართველი პარტნიორი.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.