ENG

მედიატორი

კახა კოჟორიძე

მედიატორი
სიითი N0206
სასამართლო მედიატორი
კახა კოჟორიძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად იურიდიული კომპანია ,,კოჟორიძე და იურისტების“ დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი.

კახა კოჟორიძემ სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ჩივნინგის პროგრამით (Chevening Programme). მანამდე, 2005 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. 2005-2006 წწ სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე.

კახას აქვს 18 წლიანი წარმატებული პროფესიული კარიერა. 2015-2018 წწ იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 2006 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2007-2014 წწ მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) სხვადასხვა პოზიციაზე - იყო ადვოკატი, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი, ხოლო 2012-2014 წწ ზედიზედ ორჯერ არჩეულ იქნა საიას თავმჯდომარედ. კახა კოჟორიძე ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სასამართლოს რეფორმირების საკითხზე მომუშავე 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტრენინგებს უტარებდა ადვოკატებს.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან