ლევან კოპლატაძე - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად საკონსულტაციო კომპანია „კაიზერ კონსალტინგი“-ს მმართველი პარტნიორი.
ამჟამად საკონსულტაციო კომპანია „კაიზერ კონსალტინგი“-ს მმართველი პარტნიორი.
ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის [GIPA] მიერ მინიჭებული აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის კვალიფიკაცია.
მის სამედიაციო საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება შრომითი, საოჯახო, სამემკვიდრეო, კომერციული და ვალდებულებითი დავები.
2006-2014 წლებში გენერალური დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორ კომპანიებს (თბილისის მეტრო, თბილისის ავტობუსი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია), ხოლო 2015-2016 წლებში სადაზღვევო კომპანია კოპენბურის (ამჟამად თიბისი დაზღვევა) გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, 2016-2017 წლებში იყო თეგეტა მოტორსის ადმინისტრაციული დირექტორი. 2018-2022 წლებში ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (EBRD, UNDP, WFD) პროექტებში ურბანული ტრანსპორტის კონსულტანტისა და პროექტის ადგილობრივი მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული