ლიზა ჩიტალაძე - მედიატორი 2024 წლიდან
პროფესიით იურისტი. ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს (წარჩინებით) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის დიპლომს.
2023 წელს ლიზას გავლილი აქვს RESOLVE-ის 62 საათიანი მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა, ასევე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გაძლიერებული კურსი მედიაციასა და მოლაპარაკებებში, ქართველ და გერმანიიდან მოწვეულ ტრენერებთან ერთად.
სტატუსით არის აკრედიტირებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სხვადასხვა წლებში ლიზას იურიდიული საქმიანობა დაკავშირებულია როგორც საჯარო ისე კერძო სექტორთან. მისი პრაქტიკული გამოცდილება იწყება 2017 წლიდან. მას სტაჟირება აქვს გავლილი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2020 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2020 წლიდან არის ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის იურისტი. ამჟამად კი შპს „Construction Service”-ის იურისტი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, იურიდიულ პროექტებსა თუ კონკურსებში.
ლიზას სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სამეწარმეო, სამშენებლო, სადაზღვევო, კომერციული, სახელშეკრულებო, შრომითი, მემკვიდრეობითი და საოჯახო დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული