მამუკა ნოზაძე - მედიატორი 2022 წლიდან
მამუკა ნოზაძე საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1998 წლიდან. იგი არის პრაქტიკოსი და კვალიფიციური ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. მამუკა ასევე, მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ განაცხადებზე (საჩივრებზე) და აღნიშნული მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება. მამუკა არის ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სწავლის პარალელურად, საზოგადოებრივ საწყისებზე, პრაქტიკას გადიოდა გორის სარაიონთაშორისო და შემდგომ შიდა ქართლის ოლქის პროკურატურაში.
1996 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოებაში ,,ლარი'', იურისტის პოზიციაზე.
1998 წელს მუშაობა დიწყო გორის მერიის სოციალურ დეპარტამენტთან არსებულ იურიდიული სამსახურის უფროსად, პარალელურად მუშაობდა სააქციო საზოგადოების ,,ელიტა'' იურისტად და ს.ს ,,საქთხევადგაზი''–ს იურისტად ხელშეკრულების საფუძველზე.
1999 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში იურისტად.
2000 წლის 15 დეკემბრიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებამდე, მუშაობდა მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად, ამავდროულად არის იურისტთა ასოციაცია ,,თემიდას'' თავმჯდომარე.
2003 წელს გაიარა ადვოკატთა საერთო ტესტირება.
2003 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა #85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. უფლებამოსილებას ასრულებდა 2006 წლის მარტის თვემდე.
2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მამუკა გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2020 წლის დეკემბერში მამუკა არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად 4 წლის ვადით.
სამუშაო ენა: ქართული
მამუკა ნოზაძე
მედიატორი
სიითი N0064
სასამართლო მედიატორი