მარიამ თაბაგარი - მედიატორი 2022 წლიდან.
ამჟამად ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საიმიგრაციო სამართლის კომიტეტის წევრი; ბოლნისის რაიონული სასამართლოს მედიატორი. პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

მარიამს გავლილი აქვს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ჩატარებული 60 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2022 წლის მარტიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მედიატორი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, მარიამი 2014 წლიდან ეწევა ადვოკატის საქმიანობას; 2015-2017 წლებში იყო სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის ოპერატორი; 2018 წლიდან დღემდე არის ადვოკატი.
მარიამის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სანივთო, ვალდებულებით, სახელშეკრულებო, საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომითი, საბანკო და სამეწარმეო დავები.
სამუშაო ენა: ქართული.