მარიამ ფხალაძე - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების მიმართულებით.
ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების მიმართულებით.
პროფესიით იურისტი, ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
2022 წლიდან გავლილი აქვს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა. სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მედიაციის (70 საათიანი) ტრენინგი, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმება და რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა.
2017-2019 წლებში იყო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი, მონაწილეობდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მედიაციასა და მოლაპარაკებებში, გავლილი აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის/აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის არაერთი ტრენინგი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) ინტელექტუალური საკუთრების ზოდაგი კურსი, ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თესეუს იურიდიული ფაკულტეტის - „CopyrightX“ კურსი საავტორო სამართალში და სხვა კურსები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური