ENG

მედიატორი

მარიამ გიგოლაშვილი

მედიატორი
სიითი N0293
სასამართლო მედიატორი
მარიამ გიგოლაშვილი - მედიატორი 2024 წლიდან

მარიამ გიგოლაშვილი იურიდიული კომპანია „სამართლის ექსპერტთა ჯგუფის“ უფროსი იურისტია და მრავალი წელია მომსახურებას უწევს მსხვილ დეველოპერულ და საკონსულტაციო კომპანიებს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. მომსახურების სფეროები მოიცავს კერძო სამართლის არაერთ მიმართულებას, მათ შორის, სამშენებლო სამართალს, საკორპორაციო სამართალს, შრომით სამართალს, საგანმანათლებლო მიმართულებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლიდან გამომდინარე საკითხებს.

მარიამი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და სპეციალიზებული ადვოკატი ბავშვთა უფლებების დაცვის სამართალში.

პროფესიით იურისტი, ამჟამად ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი და აკადემიური ასისტენტია კერძო სამართლის მიმართულებით. მარიამს მინიჭებული აქვს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი. მარიამს წარმატებით აქვს გავლილი სამართლის სასერთიფიკატო კურსები, მათ შორის, „რეზოლვის“ სასერტიფიკატო პროგრამა მედიაციაში (62 საათი).

მარიამის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სახელშეკრულებო, სამშენებლო, კომერციული, ვალდებულებითი, საოჯახო, სამეზობლო და შრომითსამართლებრივი დავები.

მარიამს კერძო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2018 წლიდან დღემდე არის შპს „სამართლის ექსპერტთა ჯგუფის“ უფროსი იურისტი, მომსახურებას უწევს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ახორციელებს სასამართლოში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ასევე, უზრუნველყოფს იურიდიულ მხარდაჭერას კორპორაციულ და შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
უკან