ENG

_medaitor

მარიამ გოხიძე

მედიატორი
სიითი N0355
_Court Member
მარიამ გოხიძე - მედიატორი 2026 წლიდან

ამჟამად არის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი და შპს „სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფი“-ს დირექტორი, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი. მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, იურიდიული მომსახურებისა და სტრატეგიული მხარდაჭერის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს შრომის, სახელშეკრულებო, ჯანდაცვის სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროებში კონსულტირებასა და იურიდიული პროცესების მართვას.
 
თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან იურიდიული დეპარტამენტების განვითარების, კომპლექსური საპროცესო და ადმინისტრაციული დავების მართვის, კლინიკების შიდა რეგულაციებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტაციის სრულ რეფორმირებაში. აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება შეთანხმებებისა და ტრანზაქციების სამართლებრივ მხარდაჭერასა და ხელმძღვანელობაში. მისი პროფესიული ფოკუსი განსაკუთრებით მიმართულია შრომით ურთიერთობებზე, ჯანდაცვის სამართალსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალზე, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ პროცესებზე.

მარიამ გოხიძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სამართალში. მისი პროფესიული განვითარება დაკავშირებულია საერთაშორისო პროგრამებსა და სხვადასხვა სპეციალიზებულ ტრენინგთან, განსაკუთრებით სამედიცინო სამართლის, სახელშეკრულებო და შრომითი სამართლის მიმართულებით. პრაქტიკაში გამოირჩევა ანალიტიკური, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით, რაც უზრუნველყოფს იურიდიული პროცესების ეფექტურ მართვას და ორგანიზაციების სამართლებრივი მენეჯმენტის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
_back