ENG

მედიატორი

მარიამ კუბლაშვილი

მედიატორი
სიითი N0082
სასამართლო მედიატორი
მარიამ კუბლაშვილი - მედიატორი 2022 წლიდან.

მარიამ კუბლაშვილი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 2008 წლიდან. იგი არის პრაქტიკოსი და კვალიფიციური ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატი 2019 წლიდან.ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მენტორი/ტრენერი ადვოკატი 2019 წლიდან ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული ადვოკატი 2020 წლიდან.

2007 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა, ბაკალავრი, 2007 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უცხო ენები, ბაკალავრი. 2010 წელს ასევე დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრი. ხოლო 2017 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA  – ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება.

2007-2009 წლებში გახლდათ თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, სტაჟიორი; 2009 წელს ტურისტული კომპანია „ლიბერო ტური“, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2009 – 2010 წლებში თბილისის იურიდიული ცენტრი, დირექტორთა საბჭოს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი; 2009-2016 წლებში  შპს „კუბლაშვილი და პარტნიორები“, დამფუძნებელი; პარტნიორი; 2009 – 2010 წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია ქ. მილანის ერთ - ერთი წამყვანი იურიდიულ ბიუროში - Fumagalli, Grando E Assicuati.  გაიარა პრაქტიკული კურსი სისხლის სამართლის სპეციალობით MR. G. Szegedi. - ს საადვოკატო ბიუროში. ჰოლანდია. ქ. როტტერდამი. 2015 წელი. 2011–2013 წლებში  სამშენებლო კომპანია „ედრი ჰოლდინგი“-ს იურიდიული სამსახურის უფროსი, აღმასრულებელი დირექტორი; 2012 წლიდან დღემდე -  საერთაშორისო კომპანია ,,დუტი ფრი ალიანსი” - ს მთავარი იურისტი; 2014 წლიდან, სილიკო მარგანეცის გადამამუშავებელი საწარმოს (შპს ,,მეტალოლამი“) მთავარი იურისტი. 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2017 წლიდან არის შპს „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი“–ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე მეორე ვადით არჩეული  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან