ENG

მედიატორი

მარიამ ლაბარტყავა

მედიატორი
სიითი N0062
სასამართლო მედიატორი
მარიამ ლაბარტყავა - მედიატორი 2021 წლიდან
 
ამჟამად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, მენტორ ადვოკატი. პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და საჯარო სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

2017 წლიდან მარიამს გავლილი აქვს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის 40 საათიანი კურსი მედიაციაში, ხოლო 2020 წელს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებული მედიაციის 80 საათაინი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი, დაფუძნებული ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულთან.

მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: კომერციულ, საოჯახო, სამეზობლო, შრომით უფლებებთან დაკავშირებულ დავებს.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2017 წლიდან - დღმდე JG Counselors, უფროსი იურისტი, ადვოკატი; 02.20 – 06.20 სსიპ „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“, იურიდიული კონსულტანტი; მარიამის პროფესიული გამოცდილება 2015-2016 წლებში უკავშირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა დამუშავებისა და განახლების სამსახურს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. 2016 წლიდან დღემდე იურიდიულ კონსულტირებასა და დახმარებას უწევს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეწარმეო სუბიექტს.
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული
უკან