მარიამ მარშანიშვილი - მედიატორი 2024 წლიდან
ამჟამად შპს ,,მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯიას’’ უფროსი იურისტი და შპს ,,კოსი -კონცეფთ ოფ სეიფთის’’ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, იურისტი. მარიამი აგრეთვე თანამშრომლობს ქალაქ ლანჩხუთის მერიასთან და ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას, ატარებს ტრენინგებს ახალგაზრდებისთვის, მათ შორის მედიაციის მიმართულებით.
ფლობს შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის’’ ბაკალავრის დიპლომს სამართლის მიმართულებით და შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის’’ მაგისტრის დიპლომს საერთო სამართლის მიმართულებით. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სპეციალიზაცია - საერთო.
2023 წელს გაიარა RESOLVE-ის მიერ ჩატარებული 62 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი, აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრებისთვის მზადების პროცესებში. 2022 წელს გაიმარჯვა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში’’. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სამედიაციო საქმეთა კატეგორია: შრომითი, ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და ბიზნეს დავები.
მარიამს გავლილი აქვს ევროპის სხვადასხვა ტრენინგ კურსები და საზაფხულო სკოლები, როგორიცაა კონფიდენციალურობის პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPP)ინფორმაციის კონფიდენციალურობის პროფესიონალის სასერტიფიკატო კურსი, საზაფხულო სკოლა ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტების შესახებ გრიგოლ რობაქიძისა და ვუცბურგის უნივერსიტეტის თანამშრომლობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საზაფხულო სკოლა სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების შესახებ კიოლნის (გერმნია) უნივერსიტეტში, Erasmus+ ტრენინგ კურსი არაფორმალური განათლებისა და კომუნიკაციების შესახებ პოლონეთში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური