ENG

მედიატორი

მარიამ სარიშვილი

მედიატორი
სიითი N0285
სასამართლო მედიატორი
მარიამ სარიშვილი- მედიატორი 2024 წლიდან

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი. სსიპ ,, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი, ადვოკატი 2022 წლიდან. ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი ,,სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში’’. მარიამი არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. დამატებითი სპეციალიზაციები ბავშვთა უფლებები(სამოქალაქო) , არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის დიპლომს, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

2024 წელს მარიამმა გაიარა ტრენინგკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვა მუნიციპალიტეტებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ აკრედიტირებული. 2023 წელს მარიამს  გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგკურსი.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, მარიამს აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში. 2014-2018 წ მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ მთაწმინდის ადვოკატურაში. 2018-2019  წ სსიპ თბილისის იუსტიციის სახლში, სპეციალისტი მ/შ. 2020 წ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში, შრომითი ხელშეკრულება. 2020-2021 წ საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა კომპანიებში იურისტად, მათ შორის სტუდია სარკე. 2021-2023 წ ადვოკატი - როსტიაშვილი და ცხვედიანის საადვოკატო ბიურო . 2023 წლიდან დღემდე ადვოკატი - მარიამ სარიშვილის საადვოკატო ოფისი.
 
მარიამის  სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კომერციული, შრომითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და სახელშეკრულებო.
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური,რუსული.
უკან