ENG

მედიატორი

მარიკა დუმბაძე

მედიატორი
სიითი N0113
სასამართლო მედიატორი
მარიკა დუმბაძე - მედიატორი 2022 წლიდან
 
ამჟამად იურიდიული ფირმის - „PLS -Professional Legal Services“-ის მთავარი სამართლებრივი მრჩეველი, ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის - „Business Development Group”-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის - „კერძო სამართლის მიმოხილვა“ მთავარი რედაქტორი. მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში და მოწვეული ექსპერტი/ტრენერი კერძო პრაქტიკის განმახორციელებელ კომპანიებში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
 
პროფესიით იურისტი, ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის დიპლომს.ასევე,ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.
 
2019 წლიდან მარიკას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (80 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა (NCADR) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ. მარიკა ასევე გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი სამართლის დარგში.
 
მარიკას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კომერციული, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, სანივთო, სამემკვიდრეო, საოჯახო, შრომითი და საბანკო ურთიერთობები.
 
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2022 წლიდან დღემდე არის ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის - „Business Development Group”-ისდამფუძნებელი პარტნიორი; 2021 წლიდან დღემდე არის იურიდიული ფირმის „PLS - Professional Legal Services“-ის მთავარი სამართლებრივი მრჩეველი; 2019 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2018 წლიდან დღემდე არის კერძო პრაქტიკის განმახორციელებელ იურიდიულ კომპანიებში მოწვეული ექსპერტი და ტრენერი სამართლებრივ საკითხებში; 2020-2021 წლებში იყო იურიდიული ფირმა „Advisers Pro“-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი; 2016-2020 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი; 2019-2020 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; 2017-2019 წლებში იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი; 2016 წელს იყო ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის - "თსუ სამართლის მიმოხილვა" აღმასრულებელი რედაქტორი.
 
სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური.
უკან