ENG

მედიატორი

მარიკა ჟორდანია

მედიატორი
სიითი N0345
სასამართლო მედიატორი
მარიკა ჟორდანია - მედიატორი 2025 წლიდან 

პროფესიით იურისტი, ადვოკატი 2010 წლიდან - დღემდე სპეციალიზაცია - საერთო;  დამატებითი სპეციალიზაცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვთა უფლებები.

მარიკამ 2012 წელს, წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2014 წლიდან - დღემდე დასაქმებულია სხვადასხვა პოზიციებზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს - თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში. ამჟამად არის ამავე დაწესებულების თავშესაფრის მენეჯერი.

მარიკას 2025 წლიდან, გავლილი აქვს, მედიაციის სამ საფეხურიანი სასერთიფიკატო პროგრამა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში.

მარიკას პროფესიული გამოცდილება სამართლის სფეროში უკავშირდება როგორც კერძო სექტორს, ასევე საჯარო დაწესებულებას. გავლილი აქვს უამრავი ტრენინგი და სასწავლო პროგრამა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აქვს დიდი გამოცდილება საოჯახო დავების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და საქმის მორიგებით დასრულების თვალსაზრისით.

მარიკას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: საოჯახო, შრომითი და სახელშეკრულებო დავები.


სამუშაო ენები: ქართული; ინგლისური; რუსული.
უკან