ENG

მედიატორი

მარინა ჩოჩიშვილი

მედიატორი
სიითი N0280
მარინა ჩოჩიშვილი - მედიატორი 2024 წლიდან

ამჟამად იურიდიული ფირმა „BLC“-ის იურისტი. ფლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს (cum laude)სამართალმცოდნეობის სპეციალობით და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს (cum laude)ბიზნეს სამართლის განხრით.

სხვადასხვა წლებში მარინას იურიდიული საქმიანობა დაკავშირებულია როგორ საჯარო, ისე კერძო სექტორთან. 2018-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, 2019-2020 წლებში ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას იურიდიულ ფირმა J&T Consulting-სა და კავკასიის რეგიონში ავტომობილების ბაზარზეწამყვან კომპანია Caucasus Auto Import-ში. 2020-2023 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკის რეგულატორული შესაბამისობის დეპარტამენტს, ხოლო 2023 წლიდან შეურთდა იურიდიული ფირმა „BLC“-ის გუნდს, სადაც სამართლებრივ მომსახურებას უწევს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ხელშეკრულებების, კომერციული, კორპორაციული სამართლის, საბანკო და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით.

2019 წელს გავლილი აქვს Edwards Mediation Academy-ს მედიაციის სასერთიფიკატო კურსი (40 სთ), ხოლო 2023 წელს გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული მედიაციის (60 საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში (NCADR). მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ასევე გახლავთ არაერთ კონფერენციაში, იურიდიულ პროექტებსა თუ კონკურსებში, მათ შორის, იგი გახლავთ სამეცნიერო სტატიის ავტორი მედიაციის მიმართულებით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან