ENG

მედიატორი

მარინე ნიქაბაძე

მედიატორი
სიითი N0035
სასამართლო მედიატორი
მარინე ნიქაბაძე - მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგანმანათლებლო საბჭოს წევრი, დამფუძნებელი წევრი; შპს სოკარ ენერჯი ჯორჯიასმთავარი იურისტი; მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრის დიპლომს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის დიპლომს; ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დიპლომს; ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დიპლომს ინგლისური ენის სპეციალობით.
2019 წლიდან მარინეს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ.
სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი. 2019-დან დღემდე - მცხეთის რაიონული სასამართლო, მედიატორი.
მარინეს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სამემკვიდრეო სამართლებრივი დავები, მედიაციის წარმართვის შესაძლებლობა ნებისმიერ კერძო სამართლებრივ დავაზე.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2017 წლიდან - დღემდე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ კომპანია, შპს სოკარ ენერჯი ჯორჯია, მთავარი იურისტი; 2016 წ - აშშ, ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის კლინიკა, პრაქტიკა/სტაჟირება. 2009 - 2017 წწ - შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2006 – 2009 წწ - შპს სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია „ლიბო“, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2007 - 2008 წწ - მერანი ჯგუფი, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2006 – 2007 წწ - „ცეკავშირი“, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2001 – 2006 წწ - სს ინტელექტბანკი, მთავარი იურისტი; 1999-2001 საქ. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, მთავარი იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
უკან