ENG

მედიატორი

მერი მახარაშვილი

მედიატორი
სიითი N0319
სასამართლო მედიატორი
მერი მახარაშვილი - მედიატორი 2025 წლიდან.
 
მერი მახარაშვილი არის სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ექსპერტი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში.
 
2006 წლიდან, მერი აქტიურად უწყობს ხელს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და მათი დაცვისთვის არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცოდნის გაზრდას.
ჩართულია საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS), საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (MAG), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) ინსტიტუციური განვითარებისა და მედიაცია / არბიტრაჟის შესახებ ცნობიერების  ამაღლების ღონისძიებებში.
 
კომუნიკაციების განხრით, აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პროექტების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ბავშვთა და ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების, შრომითი უფლებების, გენდერული თანასწორობის, სასამართლო რეფორმის, კარგი მმართველობის, ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით.
 
სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების Save the Children-ის საქართველოს და აზერბაიჯანის, და World Vision-ის საქართველოს, ზიმბაბვის, მოზამბიკის და ფილიპინების ოფისებში. აქვს მსოფლიო ბანკის (World Bank), ევროკავშირის (EU), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაეროს (UN) სხვადასხვა სააგენტოებთან (UNDP, UNICEF, UNFPA, UN FAO და ა.შ.) ექსპერტ / ტრენერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.  
 
მერი არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და მომავალ თაობას პიარისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას უზიარებს.
 
მერი აკადემიური განათლებით კომუნიკაციის სპეციალისტია. ფლობს საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს.
 
2024 წელს გაიარა RESOLVE-ის მიერ ჩატარებული მედიატორთა მომზადების სასწავლო ტრენინგი. 2025 წელს კი წარმატებით დაასრულა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
უკან