ENG

მედიატორი

მიხეილ ბიჭია

მედიატორი
სიითი N0157
სასამართლო მედიატორი
მიხეილ ბიჭია - მედიატორი 2023 წლიდან.

ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; თანამედროვე კერძო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით

პროფესიით იურისტი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს, სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის (მაგისტრთან გათანაბრებული) დიპლომს.

2021 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; ამავე წლიდან სამოქალაქო სამართალში ბავშვთა უფლებების მიმართულებით სპეციალიზებული ადვოკატი. 

2022 წლის თებერვალ-მარტში გაიარა თსუ-ის (TSU), დავის ალტერნატიული დავის ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ მხარდაჭერილი მედიაციის სასერტიფიკატო 70-საათიანი ტრენინგკურსი; 2020-2021 წლებში იყო ევროპის უნივერსიტეტის „გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის“ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2020 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი თემაზე „მედიაციის პროცესში ადვოკატის წარმომადგენლობა“; 2019-2021 წლებში იყო ფასილიტატორი რამდენიმე ტრენინგზე შემდეგ თემებთან დაკავშირებით: „ხელშეკრულების შედგენის წესი და თავისებურებები“, „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში“, „როგორც დავწეროთ სამეცნიერო ნაშრომი?“ 2007-დან დღემდე გავლილი აქვს 50-ზე მეტი პროფესიული ტრენინგი.

2019 წელს მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება; 2017-2019 წწ. სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი.

2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ივლისამდე იურიდიული ფირმა „სიმართლის" ზუგდიდის N5 ფილიალის ადვოკატი; 2008 წლის ივლისიდან 2014 წლის სექტემბრამდე იურიდიული ფირმა „იურაითის" ადვოკატი; 2014 წლის სექტემბრიდან დამოუკიდებელი ადვოკატი.


2010 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე - კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე - სდასუ-ს ასისტენტ-პროფესორი, 2014 წლის სექტემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე - სდასუ-ს ასოცირებული პროფესორი; 
არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 10 წიგნის სახითაა გამოცემული. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია, ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

მიხეილის სამედიაციო საქმეთა განხილვის არეალში შედის: სანივთო, ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომითი, საბანკო, სამედიცინო და პირადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
უკან