ნანა ნაკაშიძე - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად, იურიდიული კომპანია ‘’ნაკაშიძედა პარტნიორები’’ - მმართველი პარტნიორი. იტალიური ენის თარჯიმანი - ნოტარიუსთან რეგისტრირებული. ასევე არის კულტურული და ენობრივი მედიატორი იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ რომში.

2018 – 2022 წლებში სწავლობდა ქალაქ რომში, დანტე ალიგიერის სასწავლებელში - იტალიურ ენას და კულტურას.
პროფესიით ეკონომისტი/მენეჯერი. 2017 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიზნეს სკოლა და მიენიჭა, მაგისტრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტში; ასევე 2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი და მიენიჭა, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტში;
ნანას გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტირებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი;
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი, მათ შორის: 2023 წელს MANPOWER-ის 240 საათიანი პროფესიული სასწავლო კურსი Operatore Caf ad Enti Di Patronato . 2023 წელს პროექტი EU-Belong - ევროკავშირის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდის მიერ(Emilia-Romagna). 2023 წელს პროექტი Erasmus+ ‘’PalPush ll’’ - UNISCO, Erasmus +, ევროკავშირის და საერთაშორისო განათლების ეროვნული სააგენტოს მიერ.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც კერძო , ასევე საჯარო სექტორში.
სამუშაო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური.
სამუშაო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური.