ENG

მედიატორი

ნათია ჩიტაშვილი

მედიატორი
სიითი N0048
სასამართლო მედიატორი
ნათია ჩიტაშვილი - მედიატორი 2014 წლიდან.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი; თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიატორი, ტრენერი; სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დამფუძნებელი.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს, სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს (მაგისტრთან გათანაბრებული).
2014 წლიდან - დღემდე ნათია არის თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მედიატორი; 2017 წლიდან - დღემდე - კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი; 2019 წლიდან დღემდე - სასამართლო მედიატორი;
ნათიას სამედიავიოს საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითსამართლებრივი, საბანკო დავები.
2019 წლიდან ნათიას გავლილი აქვს შრომითი მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამა(80 სთ.) (ITC, ILO); 2018 წლიდან - ტრენერთა ტრენინგი მედიაციაში (25 სთ.) (CEDR, EU UNDP); 2016 წელს - მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამა (25სთ.) (ILO); 2015 წელს - სასერთიფიკატო პროგრამა (40 სთ.) სასკოლო მედიაციაში, მედიაციის პოლონური ცენტრი; 2013 წელს - მედიაციის გაღრმავებული ტრენინგი (25 სთ.) (USAID, STCL, EWMI-JILEP); 2014 წელს - მედიაციის გაღრმავებული ტრენინგი (25 სთ.) (USAID, STCL, EWMI-JILEP); 2014 წელს - საერთაშორისო სასერთიფიკატო პროგრამა მედიაციაში(40 სთ) (USA, South Texas, Frank Evans Conflict Resolution Centre); 2013 –2013 - მედიაციის ტრენინგი (25 სთ.) ( USAID, EWMI-JILEP, STCL); 18/06/2012 – 28/06/2012 - მოლაპარაკება და მედიაცია (USAID, EWMI-JILEP, STCL, FECCR).
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან - დღემდე- მედიაციაში ადვოკატების პროფესიული უნარების გაძლიერების პროექტის (GBA, EU, UNDP) ხელმძღვანელი; 2018 წლიდან - დღემდე - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი; 2018 წლიდან - დღემდე - სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი (მედიაცია, მედაციის კლინიკა, კერძო სამართლის სხვა დარგები); 2016 - 2017 (5 თვე) - ჰამბურგი, ბერლინი, მედიაციის ეთიკის მკვლევარი, სტიპენდიანტი Max Planck Institute for Comparative and International Private Law; DAAD); 2012 – 2018 წწ - სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ასისტენტ პროფესორი. 2007-2012 - მოწვეული ლექტორი; 2012 წლიდან - დღემდე - თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ექსპერტი / მედიაციის ტრენერი, მედიაციის პროგრამების კოორდინატორი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან