ნათია ნაკაშიძე - მედიატორი 2025 წლიდან
ამჟამად საადვოკატო ბიურო “ნაკაშიძე და პარტნიორების“- Nakashidze & Partners დამფუძნებელი მმართველი პარტნიორი და დირექტორი.
ამჟამად საადვოკატო ბიურო “ნაკაშიძე და პარტნიორების“- Nakashidze & Partners დამფუძნებელი მმართველი პარტნიორი და დირექტორი.
ნათია ნაკაშიძე 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში, როგორც იურისტი და ადვოკატი. იგი არის Nakashidze & Partners-ის დამფუძნებელი მმართველი პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ბიუროს იტალიის რესპუბლიკაში არსებულ ფილიალს, სადაც მუშაობს ემიგრანტების ადვოკატად და საემიგრაციო დეპარტამენტის მმართველ პარტნიორად. ოფიციალური ვებგვერდი: www.iuristi.com
ნათია ნაკაშიძე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული მედიატორი. მან გაიარა სსიპ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის“ (NCADR) მიერ ჩატარებული 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.
2025 წელს ნათია ნაკაშიძემ წარმატებით დაასრულა სსიპ „ადვოკატთა ასოციაციის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა“ (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამა, რომლის შედეგად მიენიჭა სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის დარგში.
2024 წელს ნათია ნაკაშიძეს მიენიჭა პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცრის სტატუსი, ის ასევე არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზირებული ადვოკატი. საქმიანობს ემიგრანტთა სამართლებრივი დაცვის სფეროში საქართველოში და იტალიაში. ის გამოირჩევა საოჯახო სამართალში - მემკვიდრეობით, განქორწინებისა და ქონებრივ დავებში, სადაც არაერთ წარმატებულ საქმესთან ერთად შექმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტები და ჩამოუყალიბდა მაღალი პროფესიული რეპუტაცია.
სამუშაო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური.