ENG

მედიატორი

ნათია რამიშვილი

მედიატორი
სიითი N0038
სასამართლო მედიატორი
ნათია რამიშვილი - მედიატორი 2013 წლიდან.

ამჟამად კომპანიის „წერეთელი ვაინ ენდ სფირითს“ იურიდიული დირექტორი; ქართულ-ებრაული ჰოლდინგის „Marenico Trading Company“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში; კომპანიის „გლობალ დისტრიბუშენ ჯორჯია“დირექტორის მრჩეველი სამართლებრივ და მენეჯმენტის საკითხებში; თბილისის საქალაქო სასამართლო მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის და ჟურნალისტიკის მაგისტრის დიპლომებს.
2012 წლიდან ნათიას გავლილი აქვს CEDR-ის (LONDON, UK) საერთაშორისო აკრედიტაცია. არის აკრედიტებული მედიატორი. 2013 წლიდან - დღემდე თბილისის საქალაქო სასამართლო მედიატორი.
ნათიას სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სამეწარმეო, საოჯახო, სამემკვიდრეო, ვალდებულებითი, შრომითი დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2016 წლიდან - დღემდე არის „წერეთელი ვაინ ენდ სფირითს“ იურიდიული დირექტორი; 2015 წლიდან - დღემდე - „გლობალ დისტრიბუშენ ჯორჯია“ ,დირექტორის მრჩეველი სამართლებრივ და მენეჯმენტის საკითხებში; 2009 წლიდან - დღემდე - ქართულ-ებრაული ჰოლდინგის Marenico Trading Company იურისტი და ოფიციალური წარმომადგენელი საქრთველოში; 2005 - 2009 წწ - თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი; 1991 -2005 წწ ჟურნალისტური საქმიანობა (საკუთარი კორესპონდენტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რეგიონალური სამსახურის უფროსი მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში: პრესა, რადიო, ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტო).

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
უკან