ნინო ანდრიაშვილი - მედიატორი 2023წლიდან.
ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი/ადვოკატი.
პროფესიით იურისტი;ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის წევრი 2019 წლიდან დღემდე;
2003 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით; ამავდროულად აქვს დამატებითი სპეციალიზაციები - ბავშვთა უფლებებზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე მონიჭებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.
ტრენინგები და სხვა მიღწევები:CEU Summer University, სასწავლო კურსი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე სტრატეგიული სამართალწარმოება" - 2010 წელი;ლონდონი “INTERIGHTS”, ტრენინგი "იურიდიული უნარჩვევების და ცოდნის განვითარება ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების წარმატებული წარმოებისათვის - 2009 წ;
ერთობლივად ევროპის საბჭოსა და გლუკის (UNHCR), ორგანიზებული Workshop "გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ევროპის საბჭოს სტანდარტები ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და დევნილთა დაცვის სფეროში" ჟენევა, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT), 2007 წ.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც კერძო საადვოკატო პრაქტიკის დონეზე, აგრეთვე სხვადსასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს სექტორის იურისტად მუშაობის. აგრეთვე, მიწვეული ექსპერტი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 2013-2014 წწ-ში;საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, 2007-2009 წწ.; საქართველოს ავტორთა საზოგადოების იურისტი2004-2005 წწ;
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული