ENG

მედიატორი

ნინო გობრონიძე

მედიატორი
სიითი N0015
სასამართლო მედიატორი

ნინო გობრონიძე - მედიატორი 2017 წლიდან. 

ამჟამად ევროპის საბჭოს ოფისის საქართველოში, პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლა“ უფროსი ოფიცერი; თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრთან გათანაბრებულ დიპლომს; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს ადამიანის უფლებებში.
2017 წლიდან ნინოს გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი. 2017 წლიდან - დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი; 2017 წლიდან -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტი, USAID-PROLoG, საოჯახო მედიაციის ტრენინგი.
ნინოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სამშენებლო ტიპის დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2018 წლიდან - დღემდე არის ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, პროექტი“ დისკრიმინაციის, სიძულვილისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძლა“, პროექტის უფროსი ოფიცერი; 2017 - 2018 წწ აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტი „კანონის უზენაესობის გაძლიერება საქართველოში (PROLoG) “ადამიანის უფლებათა პოლიტიკისა და კანონმდელობის რეფორმის მიმართულების დირექტორი; 2013 – 2017 წწ - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში „ადამიანის უფლებები დახურულ დაწესებულებებში“ - პროექტის უფროსი ოფიცერი; 2011 – 2013 წწ -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტები: პატიმართა უფლებების გაუმჯობესება“, „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეების მონიტორინგი“ პროექტის კოორდინატორი; 2010 – 2011 წწ - პროგრამის ასოცირებული ოფიცერი, ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივა; სხვა და სხვა პერიოდში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
 

 

უკან