ENG

მედიატორი

ნინო მაჩაიძე-დოლიძე

მედიატორი
სიითი N0032
სასამართლო მედიატორი
ნინო მაჩაიძე - დოლიძე - მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოიცაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების, განათლების და წევრობის მართვის სამსახურის უფროსი; ააიპ საქართველოს მედიაციის
პალატის - „ბი ბი ქეი“ დამფუძნებელი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის” წევრი.
პროფესიით იურისტი ფლობს მენეჯმენტის აკადემია უნიმენის (გრენობლი,საფრანგეთი) მაგისტრის დიპლომს სამეწარმეო სამართლის მიმართულებით; დანკერკის უმაღლესი საერთაშორისო კომერციის ინსტიტუტის (საფრანგეთი) მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებით; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს; სორბონის (საფრანგეთი) სამართალმცოდნეობის დისტანციური სწავლების ბაკალავრის დიპლომს.
2019 წელს ნინოს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. 2019 წლიდან არის აკრედიტებული მედიატორი, მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
ნინოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: საოჯახო, მემკვიდრეობითი და სახელშეკრულებო დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2021 წლიდან დღემდე სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოიცაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების, განათლების და წევრობის მართვის სამსახურის უფროსი; 2020 წლიდან - დღემდე არის ააიპ საქართველოს მედიაციის პალატა - ბი ბი ქეი - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; 2019 წლიდან - დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის "მედიაციის და არბიტრაჟის
განვითარების კომიტეტის” წევრი; 2018 წლიდან - 2020 წლამდე - BBK – Business & Law ბიბიქეი ბიზნესი და სამართალი - მთავარი იურისტი; 2013 - 2015 წწ - ა(ა)იპ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტი - იურისტი; 2009 – 2013 წწ - საერთაშორისო სამშენებლო კომპანია შპს „ინტერგეო - საქართველო“- იურისტი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული
უკან