ნინო შანავა - მედიატორი 2025 წლიდან
ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი ნომერი 9837), დამატებით ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციით.ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში სპეციალიზებული მედიატორი.
პროფესიით იურისტი, დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასევე, მინიჭებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომის თემად წარდგენილ იქნა- „კომპენსაციის სტანდარტი ინვესტორის ქონების უკანონო ექსპროპრიაციის დროს“.
გავლილი აქვს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული მედიაციის (60- საათიანი) სასერთიფიკატო ტრენინგი ორგანიზებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ.
2018 წლიდან მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, სამშენებლო სამართალი, უძრავი ქონების მიმართულება, შრომის სამართალი, საოჯახო სამართალი, საბანკო სამართალი. იურიდიულ აუთსორსინგს უწევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს/ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის დაგეგმვის და განხროციელების პროცესში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.