ENG

მედიატორი

ნინო ზედგინიძე

მედიატორი
სიითი N0214
სასამართლო მედიატორი
ნინო ზედგინიძე - მედიატორი 2023 წლიდან 

ამჟამად მუშაობს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსად. 2014 წლიდან არის სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის სკოლა. 2011-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. არის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი ამავე უნივერსიტეტში.

2019-2021 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ნორვეგიულ ინგლისურენოვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე. 2006-2007 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX) 1 წლით იმყოფებოდა აშშ-ში ჯორჯიის შტატშისადაც სწავლობა East Paulding High School-ში. 2022 წელს გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) ფინალისტი და 6 კვირიანი პრაქტიკა გაიარა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში Metropolitan Area Planning Council(MAPC)-ში. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და აქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა უფლებების (სამოქალაქო) მიმართულებით. 2018 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის წევრი. 

სასწავლო კურსებით სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩინეთსა და იაპონიაში.    

სამუშაო ენები ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან