ოთარ კაჭკაჭაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან
საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელი და დირექტორი. ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მე-4 კოლეგიის თავმჯდომარე, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი.
პროფესიით იურისტი, ფლობს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრისა და ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომებს.
2020 წლიდან ოთარს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში, რომელიც ორგანიზებული გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.
მისი პროფესიული პრაქტიკა მოიცავს სამართლის ისეთ დარგებს, როგორებიცაა სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საბაჟო სამართალი, სისხლის სამართალი.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას: 2011 წლიდან დღემდე საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2013 წლიდან დღემდე უძრავი ქონების სააგენტო „Myclient.ge”-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და 2022 წლიდან მმართველი საბჭოს წევრი. 2016 წლიდან დღემდე ტურისტული კომპანია „Oktravel”-ის დამფუძნებელი. 2018 წლიდან დღემდე არის ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2022 წლიდან დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მე-4 კომიტეტის თავმჯდომარე. ოთარ კაჭკაჭაშვილი საადვოკატო პრაქტიკას ეწევა 1998 წლიდან.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ფრანგული და თურქული;