ქეთევან გაბრიჭიძე - მედიატორი 2024 წლიდან
პროფესიით იურისტი, 2018 წელს დაასრულა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2021 წელს კი წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად არის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
გავლილი აქვს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ჩატარებული 60 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი. ამასთან, ქეთევანმა წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.
ამჟამად არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების“ - ცენტრის თანადამფუძნებელი.
2016 წლიდან 2022 წლამდე - მუშაობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ოფისის ადმინისტრირების მენეჯერად.
2022 წლიდან დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი.
პედაგოგიური გამოცდილება: 2022 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2024 წლის თებერვლიდან დღემდე არის ასისტენტის თანამდებობაზე.
2016 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში/ფორუმებში, ატარებს საჯარო ლექციებს და ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო მივლინებებში სტიპენდიით.
2016 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში/ფორუმებში, ატარებს საჯარო ლექციებს და ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო მივლინებებში სტიპენდიით.
ასევე,აქტიურად არის ჩართული 2023 წლიდან დღემდე Texas A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების სერიაში .
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.