ENG

მედიატორი

ქეთევან თოიძე

მედიატორი
სიითი N0338
სასამართლო მედიატორი
ქეთევან თოიძე - მედიატორი 2025 წლიდან

2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურისტ-კონსულტანტის, 2013 წლიდან კი ადვოკატის პოზიციაზე.

2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. 2019 წლიდან არის მენტორი ადვოკატი. გავლილი აქვს სპეციალიზებული კურსები არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებში სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (2020 წ.) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სისხლის სამართლის მიმართულებით (2021 წ.).

არის მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადებული სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი. აქვს ტრენერობის, საადვოკაციო კამპანიების წარმართვის, სამართლებრივი კვლევის გამოცდილება.
ფლობს სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხს.

2024 წელს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი.

2025 წელს წარმატებით დაასრულა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან