ENG

მედიატორი

ქეთევან ურიდია

მედიატორი
სიითი N0173
სასამართლო მედიატორი
ქეთევან ურიდია - მედიატორი 2023 წლიდან

ქეთევანს აქვს გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. მანამდე ის იყო იურისტი შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში და სხვადასხვა კერძო კომპანიაში. ის ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) სამართლის მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის დიპლომებს.

ქეთევანს აქვს სწავლების გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების და სახელშეკრულებო სამართალში. 
როგორც სამართლის ექსპერტი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით  UNDP-ში, იგი აქტიურად იყო ჩართული მედიაციის რეფორმაში და მხარს უჭერდა დაინტერესებულ მხარეებს მედიაციის ინსტიტუციონალიზაციაში.

ამჟამად ის მუშაობს UNDP-ის საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის პროექტში (PAR) და აგრძელებს სახელმწიფო ორგანიზაციების მხარდაჭერას საჯარო სამსახურში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვის მიზნით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური. 
უკან