ENG

მედიატორი

ქეთევან ვასაძე

მედიატორი
სიითი N0132
სასამართლო მედიატორი
ქეთევან ვასაძე - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელი, ასევე ირიცხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა ერთიან რეესტრში.

ის ასევე გახლავთ ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც უძღვება კონფლიქტების ანალიზისა და მართვის საკითხებზე სხვადასხვა კურსებს.პარალელურად მოწვევით ატარებს სოციალური უნარების მიმართულებით ტრენინგებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ქეთევან ვასაძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს კონფლიქტების ანალიზისა და მართვის საკითხებში. ამჟამად, მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე. ქეთევანს გავლილი აქვს შრომით საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ორგანიზებული ,,Labour Mediation Training Program (Preliminary“) და ,,Certification course on mediation of labour disputes ’’ 80 საათიანი ტრენინგ-კურსები; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ,,მედიაციის /მედიატორთა ტრენერთა ტრენინგი” და სხვა.

ქეთევანი მუშაობს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის N42-ე ფიზიკა- მათემატიკურ სკოლაში კონფლიქტების მართვისა და მოლაპარაკებების ხელოვნების მოწვეულ ფასილიტატორად. იგი გახლავთ სხვადასხვა პროექტებისა და ნაშრომების ავტორი.

ძირითადი მიმართულებებია: კოლექტიური შრომითი, საოჯახო, სასკოლო მედიაცია.

სამუშაო ენა: ქართული, რუსული.


უკან