ENG

მედიატორი

ქეთი თოშხუა

მედიატორი
სიითი N0150
სასამართლო მედიატორი
ქეთი თოშხუა - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად, LPA Law Firm-ის პარტნიორია და მისი პრაქტიკის არეალი მოიცავს საკორპორაციო და კომერციულ სამართალს, შრომის სამართალს, საინვესტიციო და კონკურენციის სამართლის საკითხებს, სამშენებლო სამართალს, საბანკო და საფინანსო სამართალს.

იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ქეთი ამჟამად არის მოწვეული ლექტორი კავკასიის ბიზნეს სკოლაში (CSB), სადაც კითხულობს ლექციებს ბიზნესის სამართლის მიმართულებით ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის. 2017-2022 წლებში ქეთი იყო ასევე მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) და ასწავლიდა სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საინვესტიციო სამართალს და ანგლო-ამერიკულ სამართალს.

ქეთის მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში და ასევე, დიდ ბრიტანეთში, ნოტინგემის უნივერსიტეტში (University of Nottingham) საერთაშორისო კომერციული სამართლის მიმართულებით (წარჩინებით). ქეთი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს (წარჩინებით). საბაკალავრო სწავლების ფარგლებში, ქეთი სხვადასხვა დროს წარმატებით სწავლობდა ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (ტალინი, ესტონეთი) საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის სამართლის მიმართულებებით, ასევე, საერთაშორისო ბიზნეს სამართალს ბუცერიუსის სამართლის სკოლაში (ჰამბურგი, გერმანია).

ქეთი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ქეთი ასევე არის აკრედიტირებული არბიტრი საქართველოში და წარმოადგენს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტირებულ წევრს, ასევე არის ახალგაზრდა საერთაშორისო არბიტრაჟის ჯგუფის წევრი (Young International Arbitration Group).

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, ქეთი გახლავთ იურიდიული ფირმა - LPA LLC-ის პარტნიორი 2022 წლიდან. იქამდე იმავე კომპანიაში იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას. 2015-2017 წლებში ქეთის ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის მრჩეველის პოზიცია სს „საქართველოს რკინიგზა“-ში, რომელიც ერთადერთი სარკინიგზო ოპერატორია საქართველოში. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს მუშაობას მთავარი იურისტის პოზიციაზე სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიებში - შპს „ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალები“ და სს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენ“, სადაც პასუხისმგებელი იყო კომპანიის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან და სტრატეგიულ პროექტებთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ასპექტის მართვაზე.

ქეთის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, შრომითი, საოჯახო და მემკვიდრეობითი დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან